Bless the Child [Georgian translation]
Bless the Child [Georgian translation]
"მეწამულ ჩანჩქერებს შორის დავიბადე.
სუსტი ვიყავი, თუმცა არა დაულოცავი.
მკვდარი ქვეყნიერებისთვის. ცოცხალი მოგზაურობისთვის.
ერთ ღამით თეთრი ვარდის დაჭკნობა მესიზმრა,
ახალშობილის დახრჩობა მთელი ცხოვრების სიმარტოვეში.
მთელი ჩემი მომავალი მესიზმრა. წარსული თავიდან ვიცხოვრე.
და ურჩხულის სილამაზე ვიხილე."
სადღა გამქრალა ყოველი გრძნობა?
რატომღა შეწყდა ყველა სიცილი?
რატომ ვუყვარვარ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავქრი?
ბავშვის დასალოცავად გავქრი, უკან დავბრუნდი
იფიქრე ჩემზე იმდენ ხანს, რომ მოგონება დაგრჩეს
დაბრუნდი და ბავშვი კიდევ ერთხელ დალოცე.
როგორღა ვიგრძნო კიდევ რაიმე?
და რომ შემეძლოს, დავბრუნდებოდი?
არასდროს ვყოფილვარ უფრო მარტო ჩემს სიცოცხლეში
ვიდრე მაშინ, როდესაც შევსვი ფიალა, რომელიც ჩემს დროს ითვლიდა
შხამის წვეთია ადამიანის ამ ფიალაში
მისი შესმა მარცხენა ხელის გზის მიყოლას ნიშნავს.
"სადღა გამქრალა ყოველი გრძნობა?
და რატომაა მომაკვდინებელი ცოდვა სიყვარული - როგორც მიყვარდი?
ახლა, დაულოცავი, დიდი ხანია, სახლს დანატრული,
მალე გავთავისუფლდები ზრუნვისაგან, ადამიანური ტკივილისაგან.
ჩემი ზღაპარი ჭეშმარიტებაა ყველაზე მწარე:
დრო მხოლოდ მიწით და მტვრით გვიზღავს, და ბნელი, ცივი სამარით.
გახსოვდეს, ბავშვო: სიწმინდის გარეშე ჯვარი მხოლოდ რკინაა,
იმედი მხოლოდ ილუზიაა და ოკეანის სულთა სახელები - მხოლოდ სიტყვები...
ბავშმა დაგლოცოს და დაგიფაროს."
- Artist:Nightwish
- Album:Century Child (2002)