Caruso [Georgian translation]
Caruso [Georgian translation]
აქ, სადაც ზღვა ელვარებს
და ქრის ძლიერი ქარი,
ძველ ტერასაზე,სორენტოს ზღვისპირას,
კაცი გულსი იხუტებს
ატირებულ ქალს,
ხმას იწმენდს და აგრძელებს სიმღერას:
მე შენ ძლიერ მიყვარხარ,
მიყვარხარ ძალიან, იცოდე,
ამიერიდან ეს არის ჯაჭვი,
რომელიც ათბობს სისხლს ვენებში.
მან დაინახა სინათლე ზღვაში
და ეს ამერიკის ღამეები ეგონა,
მაგრამ ეს მხოლოდ სათევზაო ნავები
და კატერის თეთრი კვალი იყო.
მან იგრძნო ტკივილი მუსიკაში,
რომელიც პიანოდან ფორტემდე გაიზარდა
მაგრამ როდესაც სავსე მთვარე დაინახა,
სიკვდილიც კი ტკბილად მოეჩვენა.
მან გოგონას თვალებში ჩახედა,
ზღვასავით მწვანე თვალებში,
რომლიდანაც უცებ ცრემლი ჩამოვარდა,
და მეცვენა, რომ იხრცობოდა.
მე შენ ძლიერ მიყვარხარ,
მიყვარხარ ძალიან, იცოდე,
ამიერიდან ეს არის ჯაჭვი,
რომელიც ათბობს სისხლს ვენებში.
პოეზიის ძალა, დრამის სიყალბე,
ცოტა მიმიკის დახმარებაც,
და სულ სხვა ადამიანად იქცევი,
მაგრამ სულ სხვაა როდესაც ორი თვალი გიყურებს,
რომელიც სათქმელს გავიწყებს,
და აზრებს გიფანტავს.
მართალია, სიცოხლე მთავრდება,
მაგრამ ის ამაზე არ ფიქრობდა,
პირიქით, ის ბედნიერი იყო
და აგრძელებდა სიმღერას:
...მე შენ ძლიერ მიყვარხარ,
მიყვარხარ ძალიან, იცოდე,
ამიერიდან ეს არის ჯაჭვი,
რომელიც ათბობს სისხლს ვენებში (X2)
- Artist:Lucio Dalla
- Album:Dallamericaruso (1986)