სიმღერა მთვარეზე [Simghera mtvareze] [Transliteration]

Songs   2024-07-02 21:57:06

სიმღერა მთვარეზე [Simghera mtvareze] [Transliteration]

აგრე ავად ნუ მიყურებ მთვარეო,

გულცივო, ლამაზო

სიღარიბემ მწუხარებით ამავსო,

ხედავ გულს ლახვარი დამასო

გზები მაინც გამინათე მთვარეო

ამარიდე კაცის ბოროტ თვალს

რა ვქნა მეც ერთ კეთილ ცოდვას ჩავიდენ

შემომხედე რა ალი მწვავს დღეს.

ცივი ხარ და ხომ უყურებ ვერ აშრობ,

ცრემლიან გუბესა

განზე გადექ მოეფარე ღრუბელსა

ღალატს ნუ ჩაიდებ უბესა

განზე გადექ,ნურც ნურაფერს ნუ მკითხავ

სიკეთისთვის რად ჩავდივარ ავს

და თუ ღმერთი ცოდვას მაინც მომკითხავს

არ დავეძებ ჩემს საკუთარ თავს.

See more
Gela Guralia more
  • country:Georgia
  • Languages:English, Russian, Georgian, Latin+3 more, French, Mingrelian, Spanish
  • Genre:Classical, Pop-Rock
  • Official site:http://www.gelaguralia.com
  • Wiki:https://en.wikipedia.org/wiki/Gela_Guralia
Gela Guralia Lyrics more
Gela Guralia Also Performed Pyrics more
Excellent Songs recommendation
Popular Songs
Copyright 2023-2024 - www.lyricf.com All Rights Reserved