იცოდე [Itsode] lyrics
იცოდე [Itsode] lyrics
ახლა მარტო ვარ, შენზე ფიქრები მჭირს
შენ ხარ სხივები ამომავალი მზის
ჩემს სიზმრებში სულ იქნები
მინდა უშენოდ აღარ გათენდეს დღე
ვუმღერ ალიონს, რადგან შენა ხარ მზე
ვერ გამიგებ, გულს წაიღებ
მე შენით ვარ გამთბარი თან დამყვება ზღაპარი
შენა ხარ ზღაპარი ხარ ოცნების ბადალი
შენნაირი სად არი, ვერ ვნახე მართლა და სად არი
არ მოხვედი, მინდოდა ოცნების გამხელა
ჩემს სიყვარულს ამ ფიქრებს დავარქმევ სახელად
მიყვარდი, მიყვარხარ იცოდე... მინდა რომ ჩემსავით გინდოდე... იცოდე!
დაგელოდები თუნდაც მოხვიდე ხვალ,
ჩემში დატოვებ შენი კოცნების კვალს
რაც დამყვება... არ მთავრდება
მე შენით ვარ გამთბარი თან დამყვება ზღაპარი
შენა ხარ ზღაპარი ხარ ოცნების ბადალი
შენნაირი სად არი, ვერ ვნახე მართლა და სად არი
არ მოხვედი, მინდოდა ოცნების გამხელა
ჩემს სიყვარულს ამ ფიქრებს დავარქმევ სახელად
მიყვარდი, მიყვარხარ იცოდე... მინდა რომ ჩემსავით გინდოდე... იცოდე!
არ მოხვედი, მინდოდა ოცნების გამხელა
ჩემს სიყვარულს ამ გრძნობას დავარქმევ სახელად
მიყვარდი, მიყვარხარ იცოდე... მინდა რომ ჩემსავით გინდოდე... იცოდე!
მინდა უშენოდ აღარ გათენდეს დღე...
- Artist:Gela Guralia
- Album:Dream of me