ეგ სახე [Eg sakhe] lyrics

Songs   2024-10-05 07:15:52

ეგ სახე [Eg sakhe] lyrics

ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,

მაღალ მთებს ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,

..ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,

ალი ხარ ქალი ხარ მითხარი ვინაა ხარ? 2X

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული,

მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,

..უფრთხილდი ლამაზო მთა განაბულია,

აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულია

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვარდები,

ძვირფასო საშველად ნუ დაგვიანდები,

..მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,

კვლავ ხელი მომხვიე კვლავ გადამარჩინე 2X

მივდივარ მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს,

ხან ქარი მიბერავს ხან წვიმა მასველებს,

..მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია

წერაქვი მიჭირავს წრიაფი მაცვია X2

ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,

მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,

..ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,

ალი ხარ ქალი ხარ მითხარი ვინაა ხარ? 2X

See more
Georgian Folk more
  • country:Georgia
  • Languages:Georgian, Other
  • Genre:Folk
  • Official site:
  • Wiki:https://en.m.wikipedia.org/wiki/Music_of_Georgia_(country)
Georgian Folk Lyrics more
Excellent Songs recommendation
Popular Songs
Copyright 2023-2024 - www.lyricf.com All Rights Reserved