უთო [Uto] [Transliteration]

Songs   2024-12-29 09:43:14

უთო [Uto] [Transliteration]

შენ ყოველ ღამე უთოთი ათბობ ლოგინს

და მერე ოთახის ფართობს მიაშტერდები.

კედლების ჩრდილს, თუ ფარდების ფანტომს

შეაქცევ ზურგს და იცი ამ დროს

რომ გარეთ არც წვიმს, არც ცრის, არც თოვს.

მხოლოდ ხანდახან კედლიდან ჭერზე

მანქანის მწვანე შუქი აივლის,

იმავე ფანჯრიდან უკან რომ გავა

და ჩამქრალს დაივლის აივნებს.

..ქვევით თუ ზევით -

მიწისქვეშა გვირაბების ირიბი გზებით,

შუქნიშნების გავლით,

როცა შენ გძინავს

მე ჩავუვლი მალვით

შენს სახლს, შენს ქუჩას, შენს ქალაქს,

მე ჩავუვლი შენს ჩამქრალ ბინას,

როცა შენ გძინავს. X2

See more
Nino Katamadze more
  • country:Georgia
  • Languages:Georgian, Russian
  • Genre:Jazz
  • Official site:http://www.nino-katamadze.com/
  • Wiki:http://en.wikipedia.org/wiki/Nino_Katamadze
Nino Katamadze Lyrics more
Excellent Songs recommendation
Popular Songs
Copyright 2023-2024 - www.lyricf.com All Rights Reserved