Memory [Georgian translation]

Songs   2024-11-21 18:01:02

Memory [Georgian translation]

შუაღამე

სიჩუმეა ქვაფენილზე

მთვარემ დაკარგა მისი მოგონება

გოგონა მარტო იღიმის

ლამპიონის განათების ქვეშ

ჩამოცვენილი ფოთლები გროვდება ჩემთან

და ქარი იწყებს კვნესას

მოგონება, მთვარის შუქზე სრულიად მარტო.

შემიძლია, გავიხსენო ძველი დღეები,

ცხოვრება მშვენიერი იყო მაშინ.

მახსოვს დრო,

როცა ვიცოდი რა იყო ბედნიერება.

დაე, მოგონებამ ისევ იცოცხლოს.

თითქოს, ყოველი ლამპიონი ციმციმებს

ფატალისტურ გაფრთხილებას.

ვიღაც ბუტბუტებს, ლამპიონი ქვრება

და მალე დილა გათენდება.

დღის სინათლე.

უნდა დაველოდო მზის ამოსვლას,

უნდა ვიფიქრო ახალ ცხოვრებაზე და

არ უნდა დავთმო.

როცა განთიადი დადგება,

ეს ღამეც მოგონებად იქცევა,

და ახალი დღე დაიწყება.

კვამლიანი დღეების მომწვარი დასასრული,

დილის შემორჩენილი ცივი სურნელი.

ლამპიონის შუქი ქვრება.

კიდევ ერთი ღამე სრულდება,

კიდევ ერთი დღე დგება.

შემეხე

რა ადვილია ჩემი მიტოვება

სრულიად მარტო, ჩემი მზიანი დღეების

მოგონებებთან ერთად

თუ შემეხები,

მიხვდები რა არის ბედნიერება.

შეხედე, ახალი დღე დაიწყო

See more
Barbra Streisand more
  • country:United States
  • Languages:English, French, Italian, Spanish, Hebrew
  • Genre:Disco, Jazz, Pop
  • Official site:http://barbrastreisand.com/
  • Wiki:http://en.wikipedia.org/wiki/Barbra_Streisand
Barbra Streisand Lyrics more
Barbra Streisand Featuring Lyrics more
Barbra Streisand Also Performed Pyrics more
Excellent Songs recommendation
Popular Songs
Copyright 2023-2024 - www.lyricf.com All Rights Reserved