დარიალი [Dariali] lyrics
დარიალი [Dariali] lyrics
1. ჰე!
დარიალს რომ მოადგები, მაღალ მთის კალთებს,
იქ იწყება დალოცვილი ეგ ჩვენი მხარე!
||: ჩემი ტურფა საქართველო მზესთან ელვარე,
ერი გულადი პურადი სტუმართმოყვარე! :||
2. ჰე!
ფშავ-ხევსურეთი იხილეთ მაღალმთიანი,
თვალუწვდენელ კლდეზე მდგარი ჯიხვი რქიანი,
||: თმაჭაღარა მყინვარწვერი ყინულიანი,
დარიალის ხეობაში თერგის ღრიალი! :||
3. ჰე!
ეს ჩემი რაჭაც იხილეთ გულგასახარად,
მისი მთები და ველები, წყარო ანკარა,
||: დალოცვილი შაორის ტბა, ზღვად რომ დამდგარა
უკვდავების წყარო მასვით ცივი ხვანჭკარა! :||
ჰე!
დარიალს რომ მოადგები, მაღალ მთის კალთებს,
იქ იწყება დალოცვილი ეგ ჩვენი მხარე!
||: ჩემი ტურფა საქართველო მზესთან ელვარე,
ერი გულადი პურადი სტუმართმოყვარე! :||
- Artist:Trio Mandili
See more