ტაში ბიჭო გიორგუნა [t’ashi bich’o giorguna] lyrics

Songs   2024-11-25 14:54:37

ტაში ბიჭო გიორგუნა [t’ashi bich’o giorguna] lyrics

ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო,

აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო,

ხაჭაპურსაც გამოგიცხობ, ცარიელსა ქერსაო,

ვარიასაც ქვე დაგიკლავ, ცარიელსა -საო,

ღვინოსაც დაგალევინებ, ცარიელსა თხლესაო,

ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო, ჰეე

რაშობდა, დელი ოდელიო დელა, რაშობდა,

რაშობდა, ჩამოვიარე თელაო, რაშობდა,

რაშობდა, გოგოები იძახიან, რაშობდა,

რაშობდა, ნეტა ვის სახლში შევაო, რაშობდა,

რაშობდა, მამასახლისი გამოდის, რაშობდა,

რაშობდა, ერთი-ორი მეც მომარტყეს, რაშობდა,

რაშობდა, დელი ოდელიო დელა, რაშობდა, ჰეეეე,

ტაში ბიჭო გიორგუნა, ტაში ბიჭო გიორგუნა,

დოუკვირდი მაგასაო, მაგასაო, მაგი ყიდის კაბასაო,

გოუსვი და გამოუსვი, ვითომ ჭიანურია,

მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურია,

აბა განი, დოსტა განი, განი ბიჭო განიო,

გოგონებო გენაცვალეთ გავლა-გამოვლაშიო,

ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გოუშვა ე ბოშუნა,

ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გოუშვა ე ბოშუნა,

დოუკვირდი მაგასაო, მაგი ყიდის კაბასაო,

კაბასაო , დაამადლი გოგოს კაბის განასაო,

ჩამოდექით, განი, განი, ტაში ბიჭო, ტაშიო,

გოგოვ შენ კი გენაცვალე გავლა-გამოვლაშიო,

ჩამოდექით, განი-განი, ტაში ბიჭო, ტაშიო,

გოგოვ შენ კი გენაცვალე გავლა-გამოვლაშიო,

აბა განი, დასტა განი, განი ბიჭო, განიო,

გოგონებო გენაცვალეთ გავლა-გამოვლაშიო,

გოუსვი და გამოუსვი, ვითომ ჭიანურია,

მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურია,

აბა განი, დასტა განი, განი ბიჭო განიო,

გოგოებო გენაცვალეთ გავლა-გამოვლაშიო,

ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო,

აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო,

ხაჭაპურსაც გამოგიცხობ, ცარიელსა ქერსაო,

ვარიასაც ქვე დაგიკლავ, ცარიელსა -საო,

ღვინოსაც დაგალევინებ, ცარიელსა თხლესაო, ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო, ჰეე

See more
Bani more
  • country:Georgia
  • Languages:Georgian, Russian
  • Genre:Pop-Folk
  • Official site:
  • Wiki:
Bani Lyrics more
Bani Also Performed Pyrics more
Excellent Songs recommendation
Popular Songs
Copyright 2023-2024 - www.lyricf.com All Rights Reserved