ჰარალალი, ჰარალალო [Haralali, haralalo] [Haralali, haralalo] lyrics
ჰარალალი, ჰარალალო [Haralali, haralalo] [Haralali, haralalo] lyrics
1. გახედე, ბიჭო, თენდება, კარგი დილა დგება!
აგერ, ქალაქიც გამოჩნდა - მოყვრე გველოდება!
დაუკარ, ჩემო ჩანგურო, ამაიღე ხმაო,
||: გულს დარდი შამამწოლია - ლექსი უნდა ვთქვაო! :||
||: ჰარალალი, ჰარალალო, ჰარი არარი არალო. :||
2. ვილექსოთ, ბიჭო ვილექსოთ, სანამ მამალი ყიოდეს,
იგრე გაგიხდი საქმესა, კბილებში ოფლი გდიოდეს!
ძალუა, შენსა კატოსა კურტუმა უგავ კალოსა,
იგრე მიიქნევ-მაიქნევ როგორც საცერი ქატოსა!
მე მაგაი გავაქნევინებ თუ ჩამივარდა მარტოსა!
||: ჰარალალი, ჰარალალო, ჰარი არარი არალო. :||
3. ჩემ მეზობელსა მაროსა ჩურჩხელა უდევ თაროსა,
არც თვითონ ჭამს, არც მე მაჭმევს - იმან არ გაიხაროსა!
მიხა პაპას იქვე ძინავს - არავინ მაიპაროსა,
||: მარუაცა ჩუმად უზის - ძილში არ გაიპაროსა! :||
||: ჰარალალი, ჰარალალო, ჰარი არარი, არალო. :||
||: ჰარი არარი, არალო. :||
- Artist:Trio Mandili
- Album:-
See more