Georgian SSR, Anthem of the [post-Stalinist] - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი [Turkish translation]
Georgian SSR, Anthem of the [post-Stalinist] - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი [Turkish translation]
იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ განახლებული,
დიად პარტიის ნათელი აზრით
ლენინის სიბრძნით ამაღლებული.
შენი ოცნება ასრულდა,
რისთვისაც სისხლი ღვარეო,
მშრომელი კაცის მარჯვენით
აყვავებულო მხარეო.
დიდი ოქტომბრის დროშის სხივებმა
შენ გაგინათეს მთები ჭაღარა,
თავისუფლებამ და შემართებამ
გადაგაქციეს მზიურ ბაღნარად.
მოძმე ერების ოჯახში
ამაღლდი, გაიხარეო,
მეგობრობით და გმირობით
გამორჯვებულო მხარეო.
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი
აზრი, ხმალი და გამბედაობა,
დღეს საქართველოს ნათელ მომავალს
სჭედს ლენინური წრთობის თაობა.
კომუნიზმის მზე დაგნათის,
კაშკაშა, მოელვარეო,
იდიდე მრავალჟამიერ,
ჩემო სამშობლო მხარეო.
See more