Chiquilla [Georgian translation]
Chiquilla [Georgian translation]
გოგონი!
დილით ვიღვიძებ (ვდგები)
და საწოლიდან ვხტები, (გავრბივარ)
ამ გოგონას დანახვა რომ შევძლო
ჩემი ფანჯრიდან.
მთელ დღეს ტანჯვაში ვატარებ,
რადგან მთელი სულით მიყვარს.
ჩემს ფიქრებში მივდევ,
დილაადრიან.
შიგნიდან რაღაც მწვავს,
რაც სხვა არაფერზე მაფიქრებს.
ახ! ეს გოგონა
და მისი გამოხედვა.
და მას ვუყურებ...
ის კი არ მესაუბრება..
მაგრამ, მისი შავი თვალები
ხანჯალივით მერჭობა.
მაგრამ, მისი შავი თვალები
ხანჯალივით მერჭობა.
ახ, გოგონიი!
ეს მდუმარება აღარ მაცოცხლებს,
ცხადად მეუბნება,
რომ არ შემიძლია, არ შემიძლია, არ შემიძლია,
მისი ცქერა შევწყვიტო.
და მალე უნდა ვუთხრა,
რომ მისმა სიყვარულმა სრულად შემშალა.
და, რომ მისი შავი თვალები
ცეცხლოვანი ვარსკვლავია.
სიტყვები საკმარისი არ არის,
რომ აღვწერო რასაც ვგრძნობ.
ჰო, ჩემი გოგონა ყველაზე ლამაზია
ცის კამარაზე.
და შევცქერი მას...
ის კი არ მესაუბრება...
მაგრამ მისი შავი თვალები,
ხანჯალივით მერჭობა.
მაგრამ მისი შავი თვალები,
ხანჯალივით მერჭობა.
და მე ის მიყვარს,
როგორც მზეს უყვარს დილა...
როგორც შუქის სხივებს
უყვართ ჩემი ფანჯარა, მეც ისე მიყვარს (ის გოგონა).
როგორც სხივებს უყვართ
ჩემი ფანჯარა. ახ, გოგონიი!
- Artist:Seguridad Social
- Album:Que no se extinga la llama